“გამოვთქვი მადლიერება სანქციების გვერდის ავლის პრევენციისთვის საქართველოს ქმედებებზე” – აშშ-ის ელჩი

“გამოვთქვი მადლიერება სანქციების გვერდის ავლის პრევენციისთვის საქართველოს ქმედებებზე” – აშშ-ის ელჩი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ელჩმა, რობინ დანიგანმა დღეს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან გამართა გაცნობითი შეხვედრა. როგორც პარლამენტის  პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს სანქციების გვერდის ავლის პრევენციის საკითხებზე, საქართველოს რეფორმების პროცესზე, ისრაელის მიმართ მხარდაჭერასა და ორმხრივი პარტნიორობის გაღრმავებაზე. 

როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა აღნიშნა, იგი მზადყოფნას გამოთქვამს აქტიურად ითანამშრომლოს საქართველოს პარლამენტთან სხვადასხვა რეფორმების მხარდაჭერის მიმართულებით.

“ჩვენ განვიხილეთ, თუ როგორ უჭერს შეერთებული შტატები მხარს ყველა იმ სამუშაოს, რომელსაც საქართველო ასრულებს ევროკავშირთან და ნატოს-თან ინტეგრაციისთვის. ჩვენ, ასევე, განვიხილეთ ჩვენი ეკონომიკური კავშირების, ვაჭრობის, ორმხრივი ინვესტიციების გაფართოების სურვილი, რასაც დიდად ვუჭერ მხარს. 

მე, ასევე, გამოვხატე ჩვენი ღრმა მადლიერება ამ ურთულეს მომენტში ისრაელისადმი საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის, შეერთებული შტატებისა და საქართველოს მხარდამხარ დგომისთვის და ჩვენი მხარდაჭერისთვის ისრაელის მიმართ.

მე, ასევე,გამოვთქვი მადლიერება საქართველოს ძალიან ეფექტური მოქმედების მიმართ, რომელიც მიმართულია სანქციების გვერდის ავლის პრევენციისკენ და ხელს უშლის რუსეთში იმ საქონლის შეღწევას, რაც დაეხმარება რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში. ჩვენ ძალიან ვაფასებთ საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების შესრულებას.

ბოლოს ვისაუბრეთ ჩვენს 31 წლიან პარტნიორობაზე და მეგობრობაზე, წინ კი მრავალი წელია. ეს ორივე ქვეყნის სურვილია, გავაღრმაოთ ეს მეგობრობა უფრო მეტ ადამიანთან ურთიერთობით, უფრო მეტი ვიზიტით შეერთებულ შტატებსა და საქართველოში. მე მოუთმენლად ველი საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობას, აქ ჩემი ელჩობის განმავლობაში,’’ – განაცხადა რობინ დანიგანმა.

მსგავსი სიახლეები

გერმანიაში, ProWein Dusseldorf-ზე ქართული ღვინის მწარმოებელი 24 კომპანია მონაწილეობდა – სააგენტო

გერმანიაში, ProWein Dusseldorf-ზე ქართული ღვინის მწარმოებელი 24 კომპანია მონაწილეობდა…

გერმანიაში, ქალაქ დუსელდორფში მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენაში ProWein Dusseldorf ქართული ღვინის მწარმოებელი 24 კომპანია მონაწილეობდა.…
“1 გრამი ბაჯაღლო ოქროს ფასი 270 ლარამდე გაიზარდა” – საერთაშორისო ფასების გავლენა ქართულ ბაზარზე

“1 გრამი ბაჯაღლო ოქროს ფასი 270 ლარამდე გაიზარდა” –…

საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასი რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა. უნცია მეტალი ამ დროისთვის 3 030 დოლარის ფარგლებში ივაჭრება, რაც ბოლო ერთ წელში თითქმის…
სომხეთში, საქართველოს გავლით, რუსული გაზის მიწოდება დროებით შეჩერებულია

სომხეთში, საქართველოს გავლით, რუსული გაზის მიწოდება დროებით შეჩერებულია

რუსეთიდან სომხეთში, საქართველოს გავლით ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეჩერებულია. ინფორმაცია „გაზპრომ სომხეთის“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. კომპანიის ინფორმაციით, გაზის მიწოდების შეჩერების მიზეზი საქართველოს…